ბათუმში დღეს აქცია გაიმართება

აქცია

„გახსოვდეს გავრილოვის ღამე! ბოიკოტი რუსულ რეჟიმს!“- ბათუმში, დღეს  აქცია იგეგმება. ორგანიზატორი მოძრაობა "დაფიონია".  შეკრება ევროპის მოედანზე, საღამოს 19:00 საათზე დაიწყება. დღესვე „დაფიონი“ აქციას გამართავს თბილისშიც, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს, პარლამენტში გამართული მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. მაშინ, პროტესტის შედეგად, ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო. 20 ივნისს, კი საქართველოში აქციები დაიწყო, რომელიც ძალის გამოყენებით დაარბია ხელისუფლებამ. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი.  

მეტის ნახვა