ახალი ამბები • 1756410394
ბათუმში ინტენსიურად თოვს, ნალექი ხვალაც შენარჩუნდება - უახლესი დღეების ამინდი პროგნოზი
საზოგადოება
1642599148
ბათუმში ისევ თოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, ინტენსიური თოვა ხვალამდე შენარჩუნდება.
20 იანვარს [ხვალ], დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია სუსტი თოვა, რაც 21 იანვრის ღამემდე იქნება.
უკვე 22 იანვარს შედარებით გამოიდარებს. მოსალოდნელია ძლიერი ყინვა. დღისით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, ღამით კი -2-3 გრადუსამდე დაეცემა.
ასეთი ამინდი ორშაბათამდე შენარჩუნდება. 24 იანვრიდან კი, სინოპტიკოსები, ისევ, არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















