ახალი ამბები • 1756410394
ბათუმში, სადღესასწაულო ღონისძიებები გრძელდება - ვინ იმღერებს დღეს ევროპის მოედანზე?
საზოგადოება
1703595211
ბათუმში, სადღესასწაულო ღონისძიებები გრძელდება. მოქალაქეების განწყობაზე, დღეს, ბენდი „ქართული“ და ტრიო „გოგლაურა“, „თავისუფალი სივრცე“ და „ლურჯი იალქანი“ იზრუნებენ. ევროპის მოედანზე მოწყობილია სანტას კუთხე და 360 გრადუსიანი გადაღება. გახსნილია გამოფენა-ბაზრობა.
სტარტი აიღო პროექტმა „ახალი წელი შენს ეზოში“. საახალწლოდ მორთული ავტომობილი ანიმატორებითა და სანტა კლაუსით ბათუმის ქუჩებში პატარების განწყობის შექმნაზე იზრუნებს. ბათუმში, ღონისძიებები 7 იანვრამდე გაგრძელდება.
საღამოები ძირითადად ევროპის მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან გაიმართება.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა