ახალი ამბები • 1756410394
ბათუმში საპირფარეშოს მშენებლობა ივლისში მიმდინარეობს - სველი წერტილების პრობლემა წელსაც აქტუალურია
საზოგადოება
1720422480
ზღვისპირა ქალაქი საპირფარეშოების გარეშე. ბათუმი ტურისტულ სეზონს წელსაც სველი წერტილების სიმცირით ხვდება. ბათუმის ბულვარში ახალი ტუალეტის მოწყობა შუა ივლისში მიმდინარეობს. პრობლემა განსაკუთრებით ტურისტებს აწუხებთ.თუმცა მათთან ერთად ამ საკითხს ადგილობრივებიც უჩივიან. სველი წერტილის მოსაწყობად ტენდერი ბულვარის ადმინისტრაციამ მარტში გამოაცხადა. მშენებლობა სექტემბერში უნდა დასრულდეს. ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე 6 საზოგადოებრივი საპირფარეშოა, ახალ ბულვარში კი - 1.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა