ახალი ამბები • 1753688546
ბათუმში, ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში შეჭრილმა 20-მდე ოჯახმა ტერიტორია საკუთარი ნებით დატოვა

ფოტო: სალი უსტალიშვილი
ბათუმში, ე.წ ბარცხანის დასახლებაში, ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში შეჭრილმა 20-მდე ოჯახმა ტერიტორია საკუთარი ნებით დატოვა. გვითხრეს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, არც სასმელი წყალი და არც საკვები ჰქონდათ, გაუსაძლის პირობებს კი, ვეღარ გაუძლეს.
მათივე მტკიცებით, ხელისუფლებასთან არაფერზე შეთანხმებულან.
შეგახსენებთ, უსახლკაროები, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლები და სოციალურად დაუცველები სტატუსის აღიარებასა და დახმარებას თვეების განმავლობაში ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. ისინი, ორი დღის წინ ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში უკანონოდ შეიჭრნენ და ტერიტორიის დატოვებას არ გეგმავდნენ.
ხომ არ შეუთანხმდა მერია მათ რაიმე პირობებზე? რამაზ ჯინჭარაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

1753255638

1745312322