ახალი ამბები • 1701337917
ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა - სატყეო სააგენტოს განცხადება

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე ცნობით, დაკავებულია ოთხი პირი.
"ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის სატყეო უბანზე, ბრაკონიერებს, ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ტყის მცველმა თემურ მგალობლიშვილმა. ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა. თემურ მგალობლიშვილი დაზიანებებით გადაყვანილია ჩოხატაურის რაიონულ საავადმყოფოში.
შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს.
თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე, კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული ყველა იმ პირის მიმართ, ვინც რაიმე სახის ზეწოლას განახორციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შემსრულებელ პირზე." ნათქვამია ინფორმაციაში.

1700826696

1699261403

1698564246

1698396221