ახალი ამბები • 1728566105
ბუკნარში, ნახევრადდანგრეულ შენობაში 30-მდე ოჯახია შეჭრილი | რას ითხოვენ უსახლკაროები
2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ისტორიის ჩარხი წაღმა დატრიალდა“ - ეს განცხადება, „ქართული ოცნების“ სიის პირველმა ნომერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, იმ ფონზე გააკეთა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ქვეყანას ათასობით უსახლკარო, სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, მშიერი და გაჭირვებული მოქალაქე ჰყავს. ეს ადამიანები ყოველდღიურად არსებობისა და გადარჩენისთვის იბრძვიან. მათთვის მაღალი ტრიბუნებიდან გაკეთებული განცხადებები, ვერაფერი შეღავათია და მძიმე ყოფას ვერ უმსუბუქებს. ხელისუფლება ჯიუტად არ იმჩნევს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, მეტიც, გვარწმუნებენ, რომ ყველაფერი კარგადაა. ამ დროს კი, უკვე მეოთხე დღეა, ბუკნარში, მიტოვებულ, ნახევრად დანგრეულ შენობაში, 30-მდე უსახლკარო ოჯახი, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ღამეს ათევს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს.
1728068947
1726854943
1726726009