ახალი ამბები • 1763483982
ჭიათურაში შუქრუთელების პროტესტი გრძელდება - სამმა პირი ამოიკერა, ნაწილი კი შიმშილობას აგრძელებს
საზოგადოება
1725187089
რადიო თავისუფლება
ჭიათურაში შუქრუთელების პროტესტი გრძელდება - სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა. ნაწილი შიმშილობას აგრძელებს.
შეგახსენებთ, აქცია სოფელ შუქრუთში "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, წლებია კომპანია რაც მათ საცხოვრებელ სახლებთან მანგანუმს მოიპოვებს, რის გამოც მათი შენობები დაზიანდა. მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ექვსი თვეა, კარავში ათენებენ. ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
ცნობისთვის, შუქრუთელები ერთ კვირაზე მეტია აცხადებდნენ, რომ თუ საკითხის მოგვარებაში პირველ სექტემბრამდე ცენტრალური მთავრობა არ ჩაერთვებოდა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდნენ.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















