"დაახლოებით ნახევარი საათი, 40 წუთის განმავლობაში 4-ჯერ მცემეს უმოწყალოდ" - კიდევ რას ამბობს სასტიკად ნაცემი ქაცარავა

ქაცარავა

"დაახლოებით ნახევარი საათი, 40 წუთის განმავლობაში 4-ჯერ მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით სპეცრაზმელებმა. სპეციალური ხელთათმანები ეკეთათ, რომელზეც კასტეტის მაგვარი გამონაზარდები არის. ასეთი დარტყმებით ხდებოდა ჩემი ეგზეკუცია. გადაიღეს სურათები და თავის დამკვეთებს გადაუგზავნეს - მათი კერძო ინიციატივა არ იყო. ეს იყო შეკვეთილი ეგზეკუცია. რაც შეეხება თვითონ ოპერაციას, თვალბუდის ძვალი არის ჩამტვრეული, ჩამტვრეულია ასევე ზედა ყბა, სერიოზული ჰემატომები მაქვს თავზე, ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის. ჩატარდა ოპერაცია და ჩამიდგეს ე.წ. პლასტინა" - აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა.

ქაცარავა გუშინ, აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და სასტიკად სცემა.

მეტის ნახვა