ახალი ამბები • 1734684571
„დათას ფერადი სამყარო“
დათასთვის „ფერადი სამყარო“, ახლა ფანჯრიდან აღარ მოჩანს. მისი თვალით დანახული ქვეყნიერების შემჩნევას, სკოლის კედელზე ქუჩიდანაც შეძლებთ. ეს, 12 წლის ბიჭის ბოლო ნახატია.
ნახატი, რომელიც ტრაგედიამდე დახატა, სავარაუდოდ იმ წინათგრძნობას გადმოსცემს, რომელიც რვა ოქტომბრის უბედური შემთხვევის შემდგომ, რეალობად იქცა. ისტორია კედლებზე - დათას თვალით დანახული სამყარო, ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში სამუდამოდ დარჩება.
„დათას ფერადი სამყარო“ - ასე ჰქვია იმ კედელს, სადაც მოზარდის ყველა ნახატია გადატანილი. პედაგოგების თქმით, დათას მიერ გამოყენებული ფერები, ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რომელშიც იგი ცხოვრობდა. ნამუშევრების სკოლის კედელზე გადატანის მიზანი, მომავალი თაობებისთვის დათას, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლის, ისტორიის გაცნობას ემსახურება.
ტრაგედიის დღედ ქცეული, რვა ოქტომბერი, ისტორიას, სამუდამოდ, მტკივნეულ მოგონებად დარჩება. მოვლენად, რომელმაც ოჯახებს ცხოვრების წესი შეუცვალა. ადგილზე ახლა, მხოლოდ, ნასახლარი და ის ნანგრევებია, რომელმაც ადამიანების, მათ შორის სამი არასრულწლოვნის სიცოცხლე შთანთქა.
1728455482
1727447820