ახალი ამბები • 1733750807
დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა
დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს. ციხიდან გათავისუფლებული სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. მედიასთან მოკლე კომენტარში განაცხადა, რომ მისი უმთავრესი მიზანი ახლა ჯანმრთელობის გამოსწორებაა.
"დანარჩენს, ცხოვრება გვაჩვენებს, ცხოვრება გრძელდება", - თქვა გიორგი მამალაძემ.
ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ სტამბოლში ჯერ კვლევებს ჩაიტარებს, შემდეგ კი მკურნალობა დაინიშნება.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით 14 თებერვალს გათავისუფლდა. მას ე.წ. ციანიდის საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და "ციანიდის" გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.
1728455482
1727447820