ახალი ამბები • 1728068947
დღეს 15 მაისს 19:00 საათზე უნივერსიტეტთან აქცია განახლდება | "მარტიანელების" განცხადება
დღეს, 15 მაისს, მოძრაობა „მარტიანელები“ აგენტების კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას ბათუმში 19:00 საათიდან აანონსებენ.
„პროტესტი და გაფიცვები გრძელდება! 19:00 შევიკრიბოთ ბსუ-ს კიბეებთან, წამოვიყვანოთ მეგობრები, ოჯახის წევრები, მეზობლები – დღეს ყველას ვალია იდგეს ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე, დუმილი დანაშაულია!
გამოდი და დაგმე ქვეყნის შეცვლილი საგარეო კურსი, ძალადობა, სადარბაზოებთან ჩასაფრებული ზონდერები, მუქარის ზარები და ის, რამაც ამ ყველაფრამდე მიგვიყვანა – რუსული კანონი!
ჩვენი არჩევანი ევროპაა.“ – წერენ „მარტიანელები“ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მოძრაობა "მარტიანელები" აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ. ისინი ქალაქის მასშტაბით აწყობენ მსვლელობებს და მოუწოდებენ ხალხს დაგმონ აგენტების კანონი
1726726009