ახალი ამბები • 1769693544
დღეს, 20:00 საათზე, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
საზოგადოება
1669357871
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, უფლებადამცველი ორგანიზაციები, სოციალური მოძრაობები, რეკრეაციული, კულტურული და შემოქმედებითი სივრცეები, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები ქალების სხეულებრივი ავტონომიის და უსაფრთხოების დასაცავად ერთიანდებიან.
საპროტესტო მსვლელობა 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და საკანონმდებლო ორგანომდე მივა.
შეგახსენებთ, მხოლოდ ბოლო ათ დღეში ბავშვებზე სექსუალური დანაშაულის 4 შემთხვევა გამოვლინდა, ორი დღის წინ კი 12 წლის ბავშვმა შვილი გააჩინა. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ არსებული კანონები ვერ უზრუნველყოფს ვერც ქალებისა და ვერც ბავშვების უფლებების დაცვას.
მეტის ნახვა






















