ახალი ამბები • 1752475579
დღესასწაული „შუამთობა“ ბეშუმსა და ჩირუხის მთაზე 6-7 აგვისტოს გაიმართება
საზოგადოება
1659634579
დღესასწაული „შუამთობა“ ბეშუმსა და ჩირუხის მთაზე 6-7 აგვისტოს გაიმართება. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან ღონისძიებებისთვის, დააახლოებით, 156 ათასი ლარი დაიხარჯება. თანხაში შედის ჯიხურების გადახურვა, კვების კუთხის მოწყობა, დეკორაციები, ქორწინების კუთხე, საბავშვო ატრაქციები, მაისურები სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეებისთვის და სხვა ხარჯები. გათვალისწინებულია პანტომიმა/ანიმატორების შოუც. დღესასწაულზე ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად მოწვეული, არტისტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ორივე მთაში, იდენტური ღონისძიებებია დაგეგმილი. ბეშუმში ღონისძიებას უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა“ გახსნის. შეგახსენებთ, პანდემიის გამო ბოლო ორი წელი „შუამთობის“ დღესასწაული არ გამართულა.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა