ელექტრო ტაბლოები გაჩერებებთან ანუ ინფორმაციის მიღების საშუალება, რომელიც ყოველთვის არ ამართლებს

ელექტრო ტაბლოები გაჩერებებთან ანუ ინფორმაციის მიღების საშუალება, რომელიც ყოველთვის არ ამართლებს. ბათუმის ქუჩებზე დამონტაჟებული ელექტრო მაჩვენებლებით მოქალაქეებს შეუძლიათ წინასწარ შეაფასონ ავტობუსების გადაადგილების დრო და დაგეგმონ თავიანთი მგზავრობა, თუმცა აღნიშნული, ხშირად, ზუსტ ინფორმაციას არ გასცემს. ცდომილების გამო კი, ადგილობრივები სასურველ ტრანსპორტს განსაზღვრულზე მეტხანს ელოდებიან. საზოგადოება ტაბლოების გაუმართაობაზე საუბრობს და პასუხისმგებელ უწყებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. თავად შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ კი მიზეზად საცობებს ასახელებენ.

თუ კი ელექტრონულ ტაბლოს დავუჯერებთ, 3 ნომერი ავტობუსი  4 წუთში  უნდა მოვიდეს. თუმცა, ჩვენი აქ ყოფნის პერიოდში გორგილაძის ქუჩაზე, დროულად არცერთი ტრანსპორტი მოსულა. მოქალაქეებს სასურველ ავტობუსზე ლოდინი განსაზღვრულზე დიდხანს უწევთ. არის შემთხვევები, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი, მითითებულ დროზე ადრე მოდის, რის გამოც  მგზავრებს დროის კონტროლი და გრაფიკის მიხედვით გადაადგილება უჭირთ.

ელექტრონული მონიტორების გაუმართაობა მოქალაქეებს გადაადგილებაში დიდ დისკომფორტს უქმნის. მგზავრებს არ მოსწონთ ის ფაქტიც, რომ ტაბლოები, მხოლოდ,

ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. საუბრობენ  პერიფერიულ ნაწილში გაჩერებების მოუწესრიგებლობაზეც.

მონიტორების განთავსებისთვის  300 ათას ლარზე მეტი დახარჯა, თუმცა, შედეგი სახარბიელო არაა. ანტიკორუფციულ მოძრაობაში, კორუფციის ნიშნებს ხედავენ. საუბრობენ იმაზეც, რომ როგორც სხვა უწყებები, ასევე, ბათუმის ავტოტრანსპორტიც, მხოლოდ, ტურისტული ზონის მოწესრიგებაზეა ორიენტირებული და ქალაქის სხვა ნაწილი პრიორიტეტი არაა.

ბათუმის საკრებულოს დეპუტატები ავტოტრანსპორტის  უმოქმედობას უსვამენ ხაზს. ოპოზიციაში ავტობუსის გაჩერებებთან ადაპტირებული, ხმოვანი ტაბლოს აუცილებლობაზე საუბრობენ.

ბათუმის ავტოტრანსპორტში კი ამბობენ, რომ ავტობუსების დაგვიანების მიზეზი, ქალაქში არსებული საცობებია და მონიტორები გამართულად მუშაობს. რაც შეეხება ტაბლოების სხვა ქუჩებზე მოწყობას, ლევან ლაზარიაშვილის თქმით,  ქალაქის მასშტაბით, 70 ერთეული ახალი ტაბლოს განთავსებაა დაგეგმილი.

მეტის ნახვა