ახალი ამბები • 1756410394
ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების მოთხოვნა
საზოგადოება
1718818276
რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს „ოცნების ქალაქში“ ბინების გადანაწილების პროცესი? კითხვა აქტუალობას არ კარგავს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან დღეს ე. წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული დარიკო ცეცხლაძე მივიდა. ამბობს, რომ მას და მის ძმას, რომლებიც მუყაოს ქალაქში სხვადასხვა ქოხში ცხოვრობენ, ხელისუფლება 47 კვადრატიან, ერთ ბინას სთავაზობს, რასაც არ თანხმდება. დარიკო ცეცხლაძეს სტიქიის შედეგად საცხოვრებელი გაუნადგურდა სოფელ ყინჩაურში. ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, პროტესტის ნიშნად „ოცნების ქალაქში“ ქოხებს არ დაცლიან.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა