ახალი ამბები • 1745861590
ევოლუშენ ჯორჯიას 4600-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა
საზოგადოება
1720777490

ფორმულას ინფორმაციით, ევოლუშენ ჯორჯიას 4600-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა.
დასაქმებულები უკვე თვეებია კომპანიაში არასათანადო სამუშაო პირობებზე, დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობენ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კომპანიის მენეჯერების შიდა მიმოწერები, სადაც თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ.
გაფიცულები ღირსეულ სამუშაო პირობებსა და შრომის კოდექსით გათვალისწინებულ პირობებს ითხოვენ.
თანამშრომლების თქმით, პროტესტი იქნება იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
"დაგვახვედრეს ჯებირები, თითქოს შევარდნას ვაპირებთ. დაგვახვედრეს დაცვის პოლიცია. ეს გამარჯვება ჩვენია და აუცილებლად გავიმარჯვებთ" - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა