ახალი ამბები • 1751273063
ევროკავშირში საკვებ-პროდუქტებში ჭრიჭინას და ფქვილის ხოჭოს ჭუპრის გამოყენება ნებადართული გახდა

ევროკავშირში საკვებ-პროდუქტებში ჭრიჭინას და ფქვილის ხოჭოს ჭუპრის გამოყენება ნებადართული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას tagesschau ავრცელებს.
გერმანული მედიის ცნობით, საწყის ეტაპზე ნაწილობრივ ცხიმგამოცლილი სახლის ჭრიჭინას (Acheta domesticus) ფქვილის გაყიდვის უფლება მხოლოდ ვიეტნამურ კომპანია Cricket One-ს აქვს.
გამოცემა წერს, რომ ხუთშაბათიდან, ასევე, შესაძლებელი იქნება მარცვლეული პროდუქტის ობის ხოჭოს (Alphitobius diaperinus) ჭუპრების დამუშავება. მსგავსი წესები გარკვეული პერიოდის განმავლობაში არსებობდა კალიებისა და ფქვილის ხოჭოს ჭუპრებისთვის (Tenebrio molitor, ფქვილის ყვითელი ჭია).
ჭრიჭინას ფხვნილი შეიძლება გამოყენებული იქნეს პურში, ნამცხვრებში, კრეკერებში, მაკარონში, წვნიან კერძებში, ხორცისა და რძის შემცვლელებში, კარტოფილის პროდუქტებსა და შოკოლადში და სხვა. მისი გამოყენებით დამზადებულ პროდუქტს არ შეიძლება ჰქონდეს ვეგანური ან ვეგეტარიანული ეტიკეტი. რეგლამენტის მიხედვით, ინგრედიენტების სიაში უნდა შედიოდეს: „Acheta domesticus „გაყინული“ ან „Alphitobius diaperinus-ის ყვითელი ჭიის ფხვნილი".
მომხმარებელთა კონსულტაციის ჰამბურგის ცენტრში მიიჩნევენ, რომ შეფუთვაზე წარწერა ყველასათვის ადვილად გასაგები უნდა იყოს. მაგალითად, „ნამცხვარი მწერებისგან" ან „მაკარონი მწერებისგან".

1750760310