ახალი ამბები • 1756410394
ფიზიკური დაპირისპირება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში | ნიჟარაძის უწყებაში TV 25 არ შეუშვეს
საზოგადოება
1730099040
მმართველი გუნდი არჩევნებში გამარჯვებას მესამე დღეა ზეიმობს. მესამე დღეა გვიმტკიცებენ, რომ ხალხმა მართვის მანდატი კიდევ ერთი ვადით იმიტომ მიანიჭა, რომ ქვეყანა ყვავის და ამას მხოლოდ ქვეყნის მტრები არ იმჩნევენ. ამ დროს კი ათასობით უსახლკარო, გაჭირვებული, სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი კვლავ აქციებს მართავს, კვლავ ხელისუფლების საკუთრებაში არსებულ ფართებში უკანონოდ შედის და კვლავ სახელმწიფო უწყებების კართან ათენ-აღამებს. არც არჩევნებამდე და არც არც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი ხელისუფლება ამ ადამიანების ბედით არ ინტერესდება. დღეს დანაპირების შესახსენებლად 28 უსახლკარო ოჯახი, რომელიც აგერ უკვე ერთი თვეა ბუკნარში გაუსაძლის პირობებში, ნახევრადდანგრეულ შენობაში ცხოვრობს, ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა