გოჩა სურგულაძემ პოსტი დატოვა - ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პროტესტს შეუერთდა

სურგულაძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გოჩა სურგულაძემ თანამდებობა დატოვა.  იგი სტუდენტთა პროტესტს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სურგულაძე გვიდასტურებს. 

"თანამდებობა დავტოვე იმ კანონის გამო,  რომელიც პარლამენტმა გუშინ მიიღო. ასევე ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო  სტუდენტთა გაფიცვა. ამ ახალგაზრდებს ახლა  გვერდში დგომა სჭირდებათ, რომ ქვეყანა არ ასცდეს დემოკრატიიულ რელსებს და არ ჩამოყალიბდეს როგორც ავტორიტარული სახელმწიფო"- ამბობს TV 25-თან სურგულაძე. 

მანამდე სურგულაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: 

 ,,სტუდენტების გაფიცვა არის ლეგიტიმური!კრიზისულ სიტუაციებში, მაშინ როცა საზოგადოებას პოლიტიკური ძალების (პარტიების) მიმართ აქვს უნდობლობა, მხოლოდ სტუდენტებს შეუძლიათ სახალხო-სამოქალაქო პროტესტს ჩაუდგნენ სათავეში.სტუდენტებს უფლება კი არა, არამედ აქვთ დაუწერელი ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომ იყვნენ პროგრესის ავანგარდი და ჩაუდგნენ მსგავს საპროტესტო მუხტს სათავეში.

სტუდენტებს შეცდომების დაშვების უფლებაც აქვთ!

და საბოლოოდ#არა ანტიდემოკრატიულ კანონს, რომელმაც კიდევ ერთხელ გახლიჩა ქართული საზოგადოება.

კი მხარდაჭერა ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს ანტისახელისუფლება/ანტიბიძინა მანიფესტაციებში.

P.S.: არ მსურდა საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს."- დაწერა ფეისბუქზე სურგულაძემ 

მეტის ნახვა