ახალი ამბები • 1769693544
Google-მა ემოჯების კომბინირების სერვისი აამუშავა
საზოგადოება
1695115286
Google-მა ახალი სერვისი Emoji Kitchen აამოქმედა, რომელიც მომხმარებელს ემოჯების კომბინირების და ღიმილაკების საკუთარი ვერსიების შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
ფუნქციის გამოყენებისთვის, ბრაუზერის საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ Emoji Kitchen, მერე კი დააჭიროთ ღილაკს „ერთად მოვამზადოთ“. ამის შემდეგ დაინახავთ პანელს ხელმისაწვდომი ემოჯებით, რომელთაგანაც ორის არჩევას შეძლებთ. ღიმილაკები ერთიანდება და თქვენ ახალ ემოჯის იღებთ.
„საავტორო“ ემოჯის გამოყენება მისი დაკოპირების შემდეგ არის შესაძლებელი.
მეტის ნახვა






















