ახალი ამბები • 1769693544
ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა
საზოგადოება
1653042702
ბათუმს, UNDP-სა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის სამმხრივი შეთანხმება გაფორმდა. მემორანდუმი მუნიციპალიტეტში სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. თანამშრომლობის ფარგლებში რეგულარულად უნდა ჩატარდეს კონსულტაციები და დაიგეგმოს ღონისძიებები, ბათუმში, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიზნით. პროექტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში ხორციელდება. ბათუმი კონკურსის წესით შეირჩა.
მეტის ნახვა






















