ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და ცხოვრება გაუსაძლის პირობებში

ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და ცხოვრება გაუსაძლის პირობებში. ლოგინს მიჯაჭვული 60 წლის კაცის მძიმე ყოველდღიურობა და ოჯახის ბრძოლა არსებობისთვის. მურმან ზოიძე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიღებული მძიმე ტრავმების შედეგად შრომისუუნარო გახდა, მას ყოველდღიურად არაერთი მედიკამენტი და სპეციალური მოვლა ესაჭიროება. სოციალურად დაუცველი ოჯახი კი ავარიულ ქოხში  უმძიმეს პირობებში ქირით ცხოვრობს და საკვების ყიდვასაც ვერ ახერხებს. ოჯახი საზოგადოებასა და ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს. მას შემდეგ, რაც TV 25 თემით დაინტერესდა, ოჯახს მერიის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და სიტუაციაში გარკვევის მიზნით, უწყებაში დაიბარეს. 

მეტის ნახვა