მოსამართლემ ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგე გიორგი შანიძეც პატიმრობაში დატოვა

შანიძე

დღეს პატიმრობაში დატოვეს ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძეც. ადვოკატი 30 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა.

შანიძეს პროკურატურა ორი მუხლით ედავება - სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შაინიძს მიერ, სამეთვალყურეო კამერების დაზიანებაში.

დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 100-დან 140 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოს 1 წლამდე, შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 5 წლამდე.

შაინიძეს ედავებიან 265-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულსაც, რაც ნარკოტიკული საშუალება კანაფის მოყვანას გულისხმობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 4-დან  7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, დღეს პატიმრობაში დატოვეს 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილიც.

მეტის ნახვა