ახალი ამბები • 1733750807
3 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
3 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება.
"ხვალ საშემოდგომო სესია იხსნება. ზაფხული, მართალია, საპარლამენტო საქმიანობისთვის შესვენების პერიოდია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელია, ყველა ამ საკითხებით იყო დაკავებული. 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია, ჩვენ უფრო შემჭიდროებული სესია გვექნება, სადაც მხოლოდ ძირითად საკითხებს განვიხილავთ, რადგან ყველა კოლეგას, რომელიც წინასაარჩევნო პროცესებშია ჩართული, მოქალაქეებთან უფრო აქტიური კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 3-6 სექტემბრის პლენარულ სხდომებზე დეპუტატები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, ასევე მეორე მოსმენით განიხილება "ოცნების" ჰომოფობიური კანონპროექტი. კანონმდებლები ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.
1728455482
1727447820