ახალი ამბები • 1751273063
საქართველოს პროკურატურამ მარტვილში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარტვილში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა.
შეგახსენებთ, ბრალდებულმა მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 აგვისტოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელი მოკლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." აცხადებს პროკურატურა.

1750760310