ახალი ამბები • 1728566105
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა
დღეს ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
"საკრებულოს გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ბინების სახით.
საკრებულომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართების მრავალშვილიანი ოჯახისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის ფარგლებში, მრავალშვილიანი ოჯახისთვის გადაცემული ფართების მონაცვლეობას თავად ოჯახის მოთხოვნით, ასევე მრავალშვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის შევსებას და 61,08 კვ.მ. ფართის მათ თანასაკუთრებაში გადაცემას. პროგრამა ხორციელდება მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით და გათვალისწინებულია ბათუმში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 6 და მეტი შვილი.
დღესვე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები. კერძოდ, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხასა და უძრავი ქონების პრივატიზების გეგმას რამდენიმე ობიექტი დაემატა.
საკრებულომ მიიღო განკარგულება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან, სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებებთან და მაკომპენსირებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“. დადგინდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გათვალისწინებული საკითხები პროექტში ცვლილებებისა და სხვა მიმართულებით. ასევე მიიღეს განკარგულების პროექტი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ.
სხდომაზე ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება გარკვეულ ტერიტორიებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ.", - წერია განცხადებაში
1728068947
1726854943
1726726009