ახალი ამბები • 1750317090
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
კრიმინალი
1725529121

მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი" არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს, რომლის ღირებულება 24344, 98 ლარს შეადგენს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახურები ავრცელებს.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 10 კილოგრამი ბუნებრივი თმის პროდუქცია აღმოაჩინეს, რომელიც რამდენიმე ათეულ შეკვრად, ცალ-ცალკე იყო აცმული.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 24344,98 ლარი შეადგინა.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.",- წერია განცხადებაში

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა