დაკავებულია 32 წლის პედოფილი

პოლიცია

დაკავებულია 32 წლის პედოფილი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი პედოფილიის გარდა, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რ. ქ. -მ გამიზნულად შექმნა ყალბი „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის ანგარიშები, რისი მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას, მათ უგზავნიდა 15 წლის ასაკის ბიჭის ფოტოსურათებს, ეცნობოდა როგორც მათი თანატოლი, მოიპოვებდა ნდობას და აიძულებდა მათი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების და ვიდეოების გამოგზავნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ოჯახის წევრების მოკვლით. ასევე აშანტაჟებდა, რომ მეგობრებთან და ნათესავებთან გაავრცელებდა მათ შიშველ ფოტოსურათებს, რომელთაც შექმნიდა მათი საჯაროდ განთავსებული ფოტოების მონტაჟის გზით.

შიშის ქვეშ მყოფი მსხვერპლი ბავშვებისგან, ინტიმური ფოტოსურათების და ვიდეოების მოპოვების შემდეგ, ამავე ფოტოების გავრცელების მუქარით, ბრალდებული არასრულწლოვანებს აიძულებდა მათი სხეულის ინტიმურ ნაწილებზე სექსუალური ხასიათის მოქმედებასა და სხეულის შიგნით სექსუალური ხასიათის შეღწევას, ამ მოქმედებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაღებას და მასთან გადაგზავნას", - წერია განცხადებაში.

მეტის ნახვა