ახალი ამბები • 1725985255
სახელმწიფო BIAFF-ის დაფინანსებაზე მესამე წელია უარს ამბობს
სახელმწიფოს წლევანდელი უარის მიუხედავად, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF-ის დაფინანსებაზე, ფესტივალი მაინც გაიმართება.
ცნობისთვის, BIAFF-ის დაფინანსებაზე უარი ბათუმის მერიამ და აჭარის კულტურის სამინისტრომ პირველად 2022 წელს თქვეს. მანამდე სახელმწიფო სტრუქტურები კინოფესტივალის მუდმივი პარტნიორები იყვნენ.
საერთაშორისო ფესტივალის მენეჯერის, ზვიად ელიზიანის თქმით, კინოფესტივალი აკმაყოფილებს ბათუმის მერიისა და აჭარის კულტურის სამინისტროს ყველა კრიტერიუმს.
"როდესაც არ ხვდება გამარჯვებულ ფესტივალს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფესტივალი გასაგებია, რომ დავუშვათ არაკომპეტენტურად აფასებს ჟიური, რომელსაც ვერ განსაზღვრავ სწორად რა და როგორ უნდა შეირჩეს, ან მაშინ გამოდის, რომ წინასწარაა გადაწყვეტილი რა და როგორ უნდა დაფინანსდეს, სხვა ლოგიკური ახსნა არ აქვს ამას"- ამბობს ელიზიანი.
1725905370
1725903639
1725351631