ახალი ამბები • 1756410394
პრეზიდენტმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა
პოლიტიკა
1722603377

სალომე ზურაბიშვილმა დღეს 22 მსჯავრდებული შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია.
7 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა