ახალი ამბები • 1756410394
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ქმარს 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
სამართალი
1724411882

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ქმარს 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
შემთხვევა 9 იანვარს მოხდა თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში. 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მძინარეს მიაყენა, ამის შემდეგ კი თავადაც მიიყენა დაზიანებები. დაჭრილი ქალი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბრალდებულს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გარდა, ბრალად ედებოდა გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაული, თუმცა ამ მუხლში მოსამართლემ გიორგი კავლელაშვილი უდანაშაულოდ ცნო.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა