ახალი ამბები • 1756410394
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა მიმდინარეობს
საზოგადოება
1730187060
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს. უწყების ცნობით, სოფელ კაპრეშუმში, 9 სართულიან, მრავალბინიან საცხოვრებელში ცხოვრებას 90 ოჯახი გააგრძელებს. ამ ეტაპზე შენობაში შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ერგეში კი 11 სართულიანი სოციალური სახლი შენდება. თანამედროვე სტანდარტების შენობა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ამ ეტაპზე აშენებულია სამი სართული. ფართით სულ 121 ოჯახი დაკმაყოფილდება. სოფელ ერგესა და კაპრეშუმში სოციალური სახლების მშენებლობის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელვაჩაურის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად გაეცნო.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა