ახალი ამბები • 1756410394
ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი, შტორმი და ზვავსაშიშროება
საზოგადოება
1641983662

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-დან 17 იანვრამდე საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელია.
„დროგამოშვებით, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად - თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება“, - წერია სააგენტოს განცხადებაში.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა