ახალი ამბები • 1730207575
კიდევ ერთი უსინათლოთა ბილიკი, რომლითაც შშმ პირები ვერ ისარგებლებენ
წყალში გადაყრილი ფული და კიდევ ერთი უსინათლოთა ბილიკი, რომლითაც შშმ პირები ვერ ისარგებლებენ და უფრო მეტიც, მათთვის საფრთხის შემცველია. ვახტანგ შამილაძის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მილები უსინათლოთა ბილიკზეა განთავსებული. თუმცა, როგორც „სოკარ ჯორჯიაში„ გვითხრეს, გაზსადენი ტროტუარის მოწყობამდეა აშენებული. ასევე განგვიმარტეს, რომ „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები TV 25 -ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ადგილზე გაეცნენ ფაქტს და ყველა შესაძლო ვარიანტს, მათ შორის საყრდენების ღობისკენ გადატანას, თუმცა ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობა წინააღმდეგია. გამოდის, რომ მერიამ ვახტანგ შამილაძის ქუჩაზე უსინათლოთა ბილიკი ისე მოაწყო, არ გაითვალისწინა, რომ უსარგებლო საქმეს აკეთებდნენ და შშმ პირები ამ ბილიკით გადაადგილებას ვერ შეძლებდნენ. რა რეაგირება ექნება ამჯერად თვითმმართველობას, კითხვაზე პასუხი ვერც დღეს მივიღეთ. ბათუმის მერიამ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გადაგვამისამართა, თუმცა, ამ უკანასკნელში სატელევიზიო კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
1729869469
1729863918
1726854943
1726726009