"მანეჟის ჩამოშლამ უდიდესი ფინანსური ზარალი მოგვაყენა, აღსაზრდელებისავარჯიშო ბაზის გარეშე დარჩნენ" | პორტუსს დახმარება სჭირდება

მანეჟი

საფეხბურთო კლუბ პორტუსს თქვენი დახმარება სჭირდება. როგორც კლუბი სოციალურ ქსელში წერს, დიდთოვლობის დროს, მანეჟის ჩამოშლის შედეგად დიდი ფინანსური ზარალი მიადგათ, ხოლო აღსაზრდელები სავარჯიშო ბაზის გარეშე დარჩნენ. ისინი ფინანსური დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავენ:


"ძვირფასო მეგობრებო გაცნობებთ, რომ 2025 წლის 24 თებერვალს უხვი ნალექის მოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად ჩვენ შევწყვიტეთ წვრთნის პროცესი და საკუთარი ძალებით ვებრძოდით სტიქიას.
მკვეთრად გაუარესებული ამინდის პირობებს და დიდთოვლობას ვეღარ გავუმკლავდით, რის შედეგად სრულად ჩამოიშალა ე.წ. მანეჟის საყრდენი კონსტრუქცია, რომელმაც დააზიანა ხელოვნური საფარიც.
სამი წლის წინ ქალაქ ბათუმში, ქეთევან წამებულის მე-2 ჩიხი N16-ში იჯარით ავიღეთ 1638 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საკუთარი სახსრებით (თიბისი ბანკის მიერ გაცემული იპოთეკური სესხით) მოვაწყვეთ დახურული ტიპის კონსტრუქცია (ე.წ. მანეჟი) სადაც განთავსდა ჩვენი საფეხბურთო კლუბის საწვრთნელი ბაზა.
სამწუხაროდ ჩვენი კლუბის წვრთნის პროცესის გაგრძელება წარმოუდგენელია, რადგან მანეჟის ჩამოშლამ უდიდესი ფინანსური ზარალი მოგვაყენა. ჩვენი აღსაზრდელები კი დარჩნენ სავარჯიშო ბაზის გარეშე.
უმორჩილესად გთხოვთ, ფინანსურ დახმარებას!
თქვენს მიერ გაღებული ყოველი თეთრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!
წინასწარ დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის!
"ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ"  
მიმღები:
ჯაბა ჭანტურია
სს „თიბისი ბანკი“
#GE08TB7528236515100013
სს „საქართველოს ბანკი“
#GE68BG0000000585151795" - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

მეტის ნახვა