ახალი ამბები • 1756410394
მძღოლები მგზავრობის საფასურის 20 თეთრით გაძვირებას ითხოვენ
საზოგადოება
1638866154

ბათუმში, მიკრო ავტობუსებით მგზავრობა, სავარაუდოდ 20 თეთრით გაძვირდება. მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდას ითხოვენ.
თვითდასაქმებულების თქმით, საწვავზე ფასის მნიშვნელოვნად გაზრდის შემდეგ, ფუჭად მუშაობენ და მგზავრობის ამჟამინდელი საფასური გაწეულ ხარჯებს ვეღარ ანაზღაურებს.
შპს "ჯორჯიანტრანსში", რომელიც ერთ-ერთი გადამზიდი კომპანიაა, აცხადებენ, რომ ახალი ტარიფის განსაზღვრისთვის, აუდიტი დაიქირავეს. დასკვნაში წერია, რომ საწვავის ფასების, კოვიდრეგულაციებისა და მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით, საფასური 50-ის ნაცვლად, მინიმუმ 70 თეთრით უნდა განისაზღვროს.
დასკვნა, უკვე, ბათუმის საკრებულოშია გადაგზავნილი, თუმცა, როდის განიხილავს ახალი საკრებულო საკითხს უცნობია.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა