ახალი ამბები • 1756410394
მე და ევროპა - ფილმის პრეზენტაცია
საზოგადოება
1718040041
„მე და ევროპა“ - ბათუმში დოკუმენტური ფილმის ჩვენება-დისკუსია გამართა. გიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა, საქართველოს 4 რეგიონში, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს. იგი ასევე ევროპასთან საქართველოს საერთო ღირებულებებზე - მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, 4 ადამიანის პერსპექტივიდან მოგვითხრობს. ფილმის ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა, მიიღო მონაწილეობა. საინფორმაციო კამპანიის „მე და ევროპა“ ფარგლებში მედიის განვითარების ფონდი აღნიშნული ფილმის ჩვენება-დიასკუსიას თბილისსა საქართველოს 8 რეგიონში მართავს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა