ახალი ამბები • 1755754369
მეორე დღეა, ბათუმში, 83 წლის ქალს ეძებენ
საზოგადოება
1652081678

უკვე მეორე დღეა, ბათუმში, 83 წლის ქალს ეძებენ. მოხუცი სახლიდან კვირას, დაახლოებით 21:00 საათზე გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მერი დავითაძე 26 მაისის ქუჩის 55/57 ნომერში ცხოვრობს.
ოჯახის წევრები TV25.GE-ის უყვებიან, რომ ქალს გრძელი შავი ქურთუკი აცვია, თან აქვს წითელი ქუდი და ყვითელი ჩანთა. მათივე თქმით, ჩანთაში არის მობილური ტელეფონიც, თუმცა გამორთულია და დაკავშირება შეუძლებელია.
ახლობლები ამბობენ, რომ მოხუცს აქვს მეხსიერების დარღვევა და სივრცეში დეზორიენტაცია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან პოლიციელებიც.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, დარეკეთ ნომერზე: 555 43 74 52

სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა
1746451221

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა