ახალი ამბები • 1763483982
მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა ციხის საკანში დააბრუნონ
საზოგადოება
1679560558
მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა ციხის საკანში დააბრუნონ. კლინიკა ვივამედმა პენიტენციურ დაწესებულებას მიმართა, პაციენტის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა შეაფასოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება და ამ დროის განმავლობაში, გამოკვლევების სრული სპექტრი ჩაუტარდა, დაესვა დიაგნოზი, განესაზღვრა მკურნალობის სქემა. თუმცა, მედიკოსების მტკიცებით, სააკაშვილი შეთავაზებულ მკურნალობაზე უარს აცხადებს.
საგანგებო განცხადების მიხედვით, მკურნალობის კურსი, რომელიც მესამე პრეზიდენტს საავადმყოფოში უტარდება შესაძლებელია ჩატარდეს სხვაგანაც.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















