ახალი ამბები • 1769693544
მომღერალი მამუკა ონაშვილი ახალ პანთეონში დაკრძალეს.
საზოგადოება
1659635948
მამუკა ონაშვილი სიონის საკათედრო ტაძრიდან ახლობლებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა ტაშით გააცილეს. მომღერალი მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს. არტისტს პატივი მიაგეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. სიონის საკათედრო ტაძარში, მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 30 ივლისს, ნატახტართან ავარიაში მოყვა და კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანიდან ორ დღეში გარდაიცვალა.
მეტის ნახვა






















