მოქალაქეებს ელექტროენერგიის საფასურს დაუსუბსიდირებენ - ვის შეეხება პროგრამა?

მოქალაქეებს ელექტროენერგიის საფასურს დაუსუბსიდირებენ. ამის შესახებ პრემიერმა სხდომაზე განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სუბსიდირება იანვრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. მთავრობის მეთაურის თქმით, იგი 1 მილიონამდე ადამიანს შეეხება.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 ათას და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, როგორც უკვე ვთქვი, 1 მილიონ ადამიანს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან და ის ორი წელი გრძელდებოდა, იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ეს პროგრამა გავაგრძელოთ. მოსახლეობის იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეტის ნახვა