ახალი ამბები • 1747899917
მოსალოდნელია ძლიერი ქარი, წვიმა, თოვლი - როდის გამოიდარებს აჭარაში | პროგნოზი
საზოგადოება
1700549300

ფოტო: თეიმურაზ ქამადაძე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში, მთელი დღის განმავლობაში იწვიმებს, მაღალმთიან რაიონებში კი მოთოვს. დღის პირველ ნახევარში გაძლიერდება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით ქარი, 15-20 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობში 9-11 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 5-7, მაღალ მთაში 0, +2.
გამოიდარებს ხვალ, ჰაერის ტემპერატურა 13-16 გრადუსამდე მოიმატებს. ღამით ნარჩუნდება 8 გრადუსი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, კვლავ იწვიმებს 23 ნოემბერს, დღის მეორე ნახევრიდან. მაღალ მთაში ვარაუდობენ თოვლჭყაპს.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი 24 ნოემბრის დღის პირველი ნახევრიდან 26 ნოემბრამდე. ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე მოიმატებს.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა