ახალი ამბები • 1742480459
სად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში | მისამართები ცნობილია

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ბათუმში - 12:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ნინოს, პეტრე იბერისა და მიმდებარე ტერიტორიას, ასევე, გონიოს, კვარიათს და მიმდებარე დასახლებების ნაწილს.
ხელვაჩაურში - 12:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: გონიო,ახალსოფელი,.ასევე მეჯინისწყლის დასახლებების ნაწილს, დაბა ხელვაჩაურს.
ქედაში-- 10:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში კოლოტაური, კოკოტაური, პირველი მაისი.
ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: სოფელ ქობულეთს, საჩინოს, ჩაისუბანს, სახალვაშოს,ციხისძირს, მწვანე კონცხსა და მიმდებარე სოფლებს, დაბა ჩაქვს. 11:00დან 17:00საათამდე სოფლებს კვირიკე, ქვედა კვირიკე, ზედა კვირიკე, ხუცუბანი, სამება, ზედა სამება, ქ.ქობულთში აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებს. 13:00დან 17:00საათამდე ქ.ქობულეთში დ.აღმაშენებლის, თამარ მეფის, 9 აპრილის, ვერულაძის, ყაზბეგისა და მიმდებარე ქუჩებზე, ჩოლოქს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.