სად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში | მისამართები ცნობილია

შუქი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:


ხელვაჩაურში - 11:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: წინსვლასა და ხერთვისს. ასევე მეჯინისწყლისა და კახარბის დასახლებების ნაწილს.


ბათუმში - 11:40-დან 13:40 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით თამარის დასახლებასა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: სოფელქობულეთს,ჭახათს,ქაქუთს,კვირიკეს, კოხსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

მეტის ნახვა