ახალი ამბები • 1675409614
მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ტემპერატურა დაიკლებს - პროგნოზი 3 დეკემბრამდე
საზოგადოება
1669718481

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +14, +19 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში 3 დეკემბრამდე შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი იქნება.

ბათუმში, დაუსრულებელ კორპუსში ხანძარია
1675185991

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
1675164609

შემზარავი შემთხვევა ბათუმში - ძაღლს ყელი...
1674479274

დაიღუპა 5 ადამიანი, ხოლო დაჭრილია 5 პირი...
1674194525
მეტის ნახვა