ნინო ქათამაძეს საახალწლო კონცერტებზე, სავარაუდოდ, ბლოკავენ - რატომ არ დაუთმეს სცენა ბათუმელ მომღერალს?

ნინო ქათამაძეს საახალწლო კონცერტებზე, სავარაუდოდ, ბლოკავენ. განაწყენებულმა მომღერალმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ წელსაც შეთავაზების გარეშე დატოვეს.  მუსიკოსი აღნიშნავს, რომ ამისთვის ძალები არ დაიშურეს.

„იბრძოლეს ყველგან და ყველასთან სადაც შეეძლოთ, ვინ? ..იმედი მაქვს ხვდებით.  სამწუხაროდ ვერც ერთ ქალაქში ვერ შევხვდებით, განსაკუთრებულად მტკივა ჩემი ბათუმი“- წერს ქათამაძე სოციალურ ქსელში.

რატომ არ დაუთმეს სცენა, ბათუმელ მომღერალს, საახალწლო ღონისძიებებზე? თავად ნინო ქათამაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ამის შესაძლებლობას ხშირად არ აძლევენ.

რა ნიშნით არჩევს ბათუმის მერია მონაწილეებს და რატომ იბლოკება ნინო ქათამაძე? მერის მოადგილის თქმით, მსგავს მიდგომას ადგილი არ ჰქონია და მსმენელს ბევრჯერ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ქათამაძისთვის მოესმინა.

მეტის ნახვა