ახალი ამბები • 1756410394
ოქროს მიმდინარე და მოსალოდნელი ფასები...

„წლის მეორე ნახევარში ყოველთვის იზრდება მოთხოვნა და საერთაშორისო ბაზრებზე ფასი მატულობს“, - განაცხადა „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან."
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. თბილისის დროით 11:00 საათზე 1 უნციას ფასმა 3 645 დოლარსაც მიაღწია.
Gold Prices-ის მონაცემებით, მხოლოდ ერთი დღის ჭრილში ოქრო 0.27%-ით გაძვირდა, ხოლო გასული ერთი თვის განმავლობაში ფასი 8.7%-იან მატებას აჩვენებს. ამასთანავე, წლიურად ოქროს ფასი 44%-ით არის გაზრდილი.
"წლის მეორე ნახევარში ყოველთვის იზრდება მოთხოვნა და საერთაშორისო ბაზრებზე ფასი მატულობს. ამ პერიოდში არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ოქრო გაიაფდება, რადგან ყველა ასპექტი ქმნის წინაპირობას, რომ ოქროს ფასი მინიმუმ არ შემცირდეს." - თორნიკე სამხარაძე.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი.

1756113571