ახალი ამბები • 1751633470
„ოცნების ქალაქში“ ბარაკების დემონტაჟი მიმდინარეობს
საზოგადოება
1730283709

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია „ოცნების ქალაქში“ იმ ბარაკული ტიპის საცხოვრებლების დემონტაჟს ახორციელებს, რომლის მეპატრონეებმაც სახელმწიფოს მიერ აშენებულ კეთილმოწყობილ საცხოვრებელში ბინები უკვე მიიღეს- ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია წერს.
"აჭარის მთავრობის ინიციატივით, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ დასახლებაში სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა და 582 ბინა მოეწყო. მუნიციპალურმა ინსპექციამ დასახლება, ზუსტად ამდენი ბარაკული ტიპის საცხოვრებლისგან უნდა გაწმინდოს, რომ ტერიტორია მეორე ეტაპის განხორციელებისთვის იყოს მზად.
ოცნების ქალაქი არის ერთ-ერთი მასშტაბური სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჯამში 1600-ზე მეტ ოჯახს კეთილმოწყობილი საცხოვრებელი გადაეცემა"- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა