„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების გულისტკივილი

ბათუმში, ყოფილი 53-ე და 25-ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე კუსტარულად გაშენებული ქალაქი უკვე 13 წლისაა. „ოცნების ქალაქში“ პირველი ფიცრულები იმ დროს გაჩნდა, როცა „ნაცმოძრაობის“ მმართველობა სრულდებოდა და წინ 2012 წლის არჩევნები იდგა. მაშინ ყველას ერთი იმედი აერთიანებდა - უსახლკარობას თავს დააღწევდნენ და ტერიტორიებს დაიკანონებდნენ. წლების და დაპირებების შემდეგ კორპუსები აშენდა, თუმცა ვინ მიიღებს ბინებს და ვინ არა - უკვე სადავო გახდა. „ოცნების ქალაქელების“ ნაწილის  ოცნებები,  რეალობად ვერც დღეს იქცა. 1200 ოჯახი ამბის იმ მხარესაა, რომელიც ხელისუფლებას საპიაროდ ვერ გამოადგება. ისინი, ვინც დაკმაყოფილებულთა სიაში ვერ აღმოჩნდნენ, ამბობენ, რომ გადანაწილება უსამართლოდ მიმდინარეობს, უსამართლობაზე საუბრობს მათი ნაწილიც, ვისაც ბინა უკვე შეხვდა. 

მეტის ნახვა